„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ხალხზე მზრუნველი გამოჩნდეს“

„ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივნის მანანა ნაჭყებიას განცხადებით, ძალიან მარტივი ახსნა აქვს იმას, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგმა იკლო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ გაიზარდა.

„ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო შორდება ხალხს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი რესურსების, ტელევიზიების გამოყენებით ახერხებს გამოჩნდეს, როგორც ხალხზე მზრუნველი. მიდის, ხვდება, ელაპარაკება, ხშირად უსიამოვნო ექსცესებითაც მთავრდება ხოლმე მათთვის, მაგრამ აიღეს თავზე ხელი და აკეთებენ ამას, რაც მათ რეიტინგზეც ისახება. მოსახლეობამ, რომელმაც აღარ იცის რას მოეჭიდოს, ცდილობს იმ პოლიტიკურ ძალას მოეჭიდოს, რომელიც მასთან მივიდა“, – განაცხადა ნაჭყებიამ „პირველ პრესკლუბში“.

შეგახსენებთ, დღეს NDI-მ პოლიტიკური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხულთა 27 %-მა არ იცის ვის მისცეს ხმა. 24 % „კოალიცია ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, 16 % – კი „ნაციონალურ მოძრაობას“. 5 % უჭერს მხარს „თავისუფალ დემოკრატებს“.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი – 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიშუახევში გარდაცვლილი ახალგაზრდას საქმეზე პასუხისმგებლობას საავადმყოფოს აკისრებენ
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3617 ლარი გახდა