შუახევში გარდაცვლილი ახალგაზრდას საქმეზე პასუხისმგებლობას საავადმყოფოს აკისრებენ

”უნიმედ აჭარამ” დროულად და ოპერატიულად ვერ განახორციელა პაციენტისთვის ადეკვატური მომსახურება – ასეთია სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პირველადი დასკვნა შუახევში გარდაცვილილი პაციენტის დავით დავითაძის საქმეზე.

რეგულირების სააგენტომ დაადგინა, რომ საავადმყოფო არ არის აღჭურვილი შესაბამისი სამედიცონო მოწყობილობით და დარღვეულია სამდიცინო იარაღების სტერილიზაციის მეთოდი. დასკვნაში ნათქვამია, რომ “უნიმედ აჭარამ” ვერ უზრუნველყო ქირურგიული სერვისები.

განცხადება შუახევის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა და ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, “ევექსისთვის” მართვის უფლების ჩამორთმევა არ გამორიცხა.

“თუ ეს ყველაფერი არ გამოსწორდა, შემდეგი ნაბიჯია გაზრდილი ფინანსური სანქცია. თუ ამ შემთხვევაშიც არ გამოსწორდა, უკვე მართვის უფლების ჩამორთმევა მოხდება. მე მჯერა, რომ მმართველი კომპანია აქამდე არ მიიყვანს საქმეს,” – განმარტა დავით სერგეენკომ.

საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე კომპანია “ევექსი” განმარტებებს არ აკეთებს.

banner
წინა სტატიაშიჯოკია ბოდოკიას პროცესი 10 ივნისს გაგრძლედება
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ხალხზე მზრუნველი გამოჩნდეს“