“ნაციონალური მოძრაობა” ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს

ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი გიორგი მარგველაშვილის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დასახელებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ კანდიდატურის წარდგენით მარგველაშვილმა დაარღვია თავის მიერ შერჩეული 3 კრიტერიუმი.

“კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული, უნდა ჰქონოდა უზადო რეპუტაცია და უნდა ჰქონოდა კომპეტენცია რომელიც დასტურდებოდა საერთაშორისო ინსტიტუტებით. არც ერთ კრიტერიუმს არ ეთანხმება პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა, არ აკმაყოფიელსბ რადგან ის არის შევარდნაძის დროინდელი კადრი, მაშინ როცა სასამართლოში იყო ქრთამი, მეორე ის არის აფილირებული რესპუბლიკურ პარტიასთან და კენჭსაც იყრიდა არჩევნებში და მისი კომპენტენციაც არ არის დადასტურებული საერთაშორის ინსტიტუტებით. სწორედ ამიტომ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ამ კანდიდატურას”,- განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშილენინს ახალ კოსტიუმში გამოაწყობენ
შემდეგი სტატიარას მოითხოვს ანტიკორუფციული სამსახური მერიისგან ?