ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი 27 აგვისტოს გაიხსნება

26-27 აგვისტოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგი ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივნის რანგში ეს იენს სტოლტენბერგის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.
ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. გენერალური მდივანი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.
27 აგვისტოს კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია. გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულს, რომელიც ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.
ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში განიხილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხთა სრული სპექტრი და ამ მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები, უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა და ვარშავის 2016 წლის ნატო-ს სამიტისთვის მზადების პროცესი.

banner
წინა სტატიაშისოფელ ჭიკაანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
შემდეგი სტატიარას ჰყვება თბილისში სამკურნალოდ ჩამოსული აფხაზი