„ნატო-მ უნდა გააგრძელოს საქართველოს წევრობის სამომავლო პერსპექტივის დემონსტრირება“

ატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში ჯეიმს ში თვლის, რომ თუ საუბარი არაა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირის დაუყოვნებლივ წევრობაზე, აუცილებელია, პროცესმა წინ წაიწიოს.

როგორც ჯეიმს ში აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის წევრობა შორეული მომავლის საკითხია, ნატო-მ უნდა გააგრძელოს საქართველოსთან დაახლოება და წევრობის პერსპექტივის დემონსტრირება.
„ჩვენ სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საუბარი არ არის საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირის დაუყოვნებლივ წევრობაზე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პროცესმა წინ წაიწიოს და უნდა მოხერხდეს, რომ თუნდაც სამომავლო პერსპექტივები რეალური გახდეს“, – განაცხადა ჯეიმს შიმ ევროპარლამენტში.
ამასთან, როგორც თანაშემწის მოადგილემ აღნიშნა, ნატო ყველაფერს აკეთებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ნატო-ს სტანდარტები დააკმაყოფილონ. ვარშავის სამიტზე უმთავრესი საკითხი საქართველოს გაწევრიანება იქნება, რომელიც აქტიურად განიხილება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში“, – განაცხადა შიმ.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი ვარშავაში, 2016 წლის 8-9 ივლისს გაიმართება.
banner
წინა სტატიაშივეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
შემდეგი სტატიასოციალურად დაუცველებისთვის კომუნალური ვაუჩერების გაცემა იზღუდება – ირაკლი აბესაძე