სოციალურად დაუცველებისთვის კომუნალური ვაუჩერების გაცემა იზღუდება – ირაკლი აბესაძე

ნაციონალური მოძრაობის წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, მთავრობა გეგმავს სოციალურად დაუცველებისთვის კომუნალური ვაუჩერების გაცემა შეზღუდოს. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა საკრებულოში ბრიფინგი გამართეს.

აბესაძის თქმით, თბილისის მთავრობის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს და ამის მიზეზი სოციალურად დაუცველთა საკითხის განხილვაა. აბესაძის თქმით, ადგილი ქვს „სოციალურ მავნებლობას“, რადგან დედაქალაქის მთავრობა გეგმავს, კომუნალური ვაუჩერები მხოლოდ იმ ადამიანებს მისცენ, ვისაც 70 ათას ქულაზე ნაკლები აქვს.

აქამდე კომუნალური ვაუჩერი ყველა სოციალურად დაუცველს გადაეცემოდა. ბოლო ცვლილებით კი, კომუნალურ ვაუჩერს იმ პირებს გადასცემდნენ, ვისაც ამის აუცილებლობა ჰქონდა.

banner
წინა სტატიაში„ნატო-მ უნდა გააგრძელოს საქართველოს წევრობის სამომავლო პერსპექტივის დემონსტრირება“
შემდეგი სტატიათურქეთში ქართველი ჟურნალისტები ცემეს