ნავთობის ფასი კიდევ დაიწევს

სოსო ჯაჭვლიანი BBC-ზე

თეთრი სახლი ნავთობს სტრატეგიული მარაგიდან გაყიდისირანზე სანქციების მოხსნის შემდეგ ნავთობის ფასი 2016 წელს 10 დოლარით დაიწევს – ასეთ პროგნოზს აკეთებს მსოფლიო ბანკი.
ბანკის წარმომადგენლების აზრით, ირანის მსოფლიო ბაზარში სრულუფლებიან წევრად დაბრუნების შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება.
პროგნოზით, დღიური ნავთობის წარმოება 1 მილიონ ბარელამდე გაიზრდება, რაც ნავთობის ფასზეც აისახება და მას 14%-ით გააიაფებს – ასე თვლიან მსოფლიო ბანკში.
14 ივლისს «ექვსეულმა» (აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და რუსეთი) და ირანმა ირანის ატომურ პროგრამაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის შემდეგაც ირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციები გაუქმდა.
15 ივლისიდან «ბრენტის» მარკის ნავთობის ფასი დაეცა და სხვაობა დაახლოებით 9 დოლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიBBC: საქართევლოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამხრეთ ოსეთის «დემარკაცია» შეაფასა
შემდეგი სტატიაგერმანია: ჟურნალისტებს სახელმწიფო საიდუმლოს გათქმის ბრალდება მოუხსნეს