ნადეჟდა სავჩენკო: მე ჯარისკაცი ვარ და არა მკვლელი… (VIDEO)

რუსების ტყვეობაში მყოფ უკრაინელი მფრინავი ქალის ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე სასამართლო განხილვა როსტოვის ოლქის დონეცკის რაიონულ სასამართლოში დაიწყო…

სასამართლო განხილვაზე სიტყვით გამოსულმა ნადეჟდა სავჩენკომ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე განაცხადა… ,,კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ეს სიყალბეა… და რომ ეს დაწერილია აბსოლიტურად არაკომპეტენტური ადამიანის მიერ… თავიდან ბოლომდე ყველაფერი ტყუილია… კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მე გამიტაცეს უკრაინიდან და ძალის გამოყენებით გადმომიყვანეს რუსეთში… ჩემს მოტაცებაში და რუსეთში გადმოყვანაში ჩართული იყვნენ რუსეთი საგამოძიებო კომიტეტის სამძებრო სამსახურის ძალები, რომლებიც ახლა ჩემი ბრალმდებელები არიან. მე არ მინახავს სად იმყოფებოდნენ ჟურნალისტები… და არასდროს  ვიცნობდი ამ ჟურნალისტებს. ისევე, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობისათვის, მე არასდროს მისვრია უიარაღო ადამიანებისათვის… მე ჯარისკაცი ვარ და არა მკვლელი. არტილერიის კორექტირებით არასდროს ვყოფილვარ დაკავებული, რადგან  მე ავიაცია ვარ და არა არტილერისტი. ეს ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული რამაა,, განაცხადა სავჩენკომ სასამართლოზე, რომელსაც რუსული მარლთმსაჯულება  არტილერიის ცეცხლის კორექტირებასა და კორექტირების შედეგად  რუსი ჟურნალისტების დაყუპვაში მონაწილეობას უყენებს ძირითად ბრალად.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიდღეს ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ოდესას ეწვევა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის ძმის,ადიკო ივანიშვილის ფავორიტი დააკავეს