მცხეთაში შესვლა სპეციალური საშვებით ხდება

მცხეთობისა და სვეტიცხოვლის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში შესვლა და გადაადგილება სპეციალური საშვებით ხდება. შეზღუდულია შესვლა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარშიც. მცხეთის ქუჩებში წვიმიანი ამინდის მიუხედავად, იდგმება სცენები და ეწყობა ხალხური რეწვის კუთხეები.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრსაც ელოდებიან. სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.
ტაძარში უკვე წაიკითხეს წმინდა სახარებიდან ადგილი, სადაც უფლის ჯვარცმისა და მისი სამოსელის კვართის შესახებ არის საუბარი.
წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი მრევლს დღევანდელ დღეს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.
დღეს მცხეთობა-სვეტიცხოვლობა აღინიშნება. გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომელთაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს.
მეოთხე საუკუნეში წმინდა ნინოს მიერ მოხდა ადგილის მოძიება და წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და ნანა დედოფლის დროს იქ ხის ტაძარი დაიდგა.

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე: აქ ჩვენ ბევრ პროექტს გავივლით და განვიხილავთ
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია აცხადებს, რომ დავით ზალკალიანმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება 6 თვის წინ მიიღო