მტაცებელ ცხოველებს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებენ

????????????????????????????????????

ამ წუთებში სპეციალური ჯგუფები მტაცებელს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებენ. სპეციალურმა ჯგუფებმა მონადირეებთან და ძაღლებთან ერთად უკვე შეამოწმეს ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაც.

მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ფოტომახეებიც.

როგორც კრიზისების მართვის საბჭოში აცხადებენ გუშინდელი ღამის შემდეგ 112-ში 50-მდე ზარი შევიდა, მათზე რეაგირება მოხდა. თუმცა, არცერთ შემთხვევაში არც მტაცებელი და არც ნაკვალევი არ იქნა აღმოჩენილი.

კრიზისების მართვის საბჭო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

განცხადება რამდენიმე წუთის წინ ამის შესახებ კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი ღიბრაძემ გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიტექნიკურ უნივერსიტეტში 17 მილიონიანი პროექტი განხორციელდება
შემდეგი სტატიაე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებმა სასამართლოს დარბაზი უკვე დატოვეს