მოძრაობა “დიდგორი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მოძრაობა “დიდგორი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მოძრაობა “დიდგორი” საგანგებო განცხადებას ავრცელებსმოძრაობა “დიდგორი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მოძრაობა “დიდგორი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს“კიდევ ერთი ძალიან სამარცხვინო ფაქტის მომსწრეები გავხდით, რომელიც ყოველგვარ ზღავრს სცილდება და რომლის გამოც კონკრეტულმა პირებმა უნდა აგონ პასუხი.
საქმე ეხება 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის გმირს და ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცს სერჟანტ გიორგი ფუხაშვილის მდგომარეობას, რომელიც მსახურობს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში. მას ტვინზე გაუკეთდა უმძიმესი ოპერაცია რის გამოც შეეჭრა ინფექცია და გახდა მეორედ საოპერაციო რაზედაც სადაზღვევომ მას უარი განუცხადა.
ჩვენი ორგანიზაციის სახელით კატეგორიულად მოვითხოვთ მოხდეს ზემოთხსენებული პირის სრულყოფილად დაფინანსება და შემდგომში მისი რეაბილიტაციისთვის სრული ხარჯის დაფარვა.”,- აღნიშნულია მოძრაობა “დიდგორის” განცხადებაში.

„თაიმერი“ ინფორმაციის დასაზუსტებლად თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც სადაზღვევო კომპანიამ არ აანაზღაურა აღნიშნული მომსახურება, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ, მიმართა სამინისტროში შექმნილ სოციალური, სამედიცინო და ფინანსური დახმარების თაობაზე შემოსული კორესპონდენციის განმხილველ კომისიას და წარუდგინა სერჟანტ ფუხაშვილის ავადმყოფობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. კომისიის მხრიდან საკითხის შესწავლის შემდეგ ეროვნული აკადემია სერჟანტ ფუხაშვილს საჭირო თანხას გადაურიცხავს.

გარდა ამისა, გასული წლის დეკემბერში, ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ მას მკურნალობის მიზნით გადაურიცხა 3000 ლარი.

banner
წინა სტატიაშივანის რაიონის სოფელ შუამთაში ბოროტმოქმედებმა მამფორიების ოჯახი დააყაჩაღეს
შემდეგი სტატია„ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნებს იანვრის დასაწყისიდან დღემდე ხელფასი არ აუღიათ?!–ინდირა ჯგერენაია