რუსეთის ავიაჯგუფის თვითმფრინავებმა 88 სამხედრო გაფრენა განახორციელეს ისლამისტების წინააღმდეგ – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს. გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის თქმით, დარტყმები განხორციელდა რაკაზე, ხამაში, იდლიბში, ლატაკიასა და ალეპოზე, სადაც ბოევიკების საველე ბანაკები და ბაზები იყო.
დღევანდელი მონაცემებით 88 გაფრენა სირიაში რუსი სამხედროების რეკორდული მაჩვენებელია. წინა რეკორდი 8 ოქტომბერს 67 გაფრენა იყო.
მოსკოვმა ვიდეომასალაც გამოაქვეყნა.
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ოპერაცია სირიაში 30 სექტემბერს დაიწყო და მკვეთრად აქტიურდა 7-8 ოქტომბერს, როცა ავიადარტყმების რაოდენობა 16-25-ჯერ გაიზარდა.
საჰაერო დაჯგუფების შემადგენლობაშია ოთხი გამანადგურებელი Су-30СМ, ექვსი ბომბდამშენი Су-34, 12 ბომბდამშენი Су-24М და Су-25СМ, ასევე სხვადასხვა ტიპის 20 ვეტმფრენია.
რუსი სამხედროები რუსეთის მთავარსარდლის, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით მოქმედებენ.