,,მოლოდინი რომელიც აქვს ქართველ ხალხს მკრთალდება, რადგან რეალობა უხეშია”

”საქართველო ყოველდღიურად მუშაობს მძიმე გარემოში, რომელიც განსხვავდება სხვა ასპირანტი ქვეყნებისგან, რაც უნდა გვახსოვდეს როცა საქართველოს ვადარებთ ლიტვას და ესტონეთს. როცა შენს მოსახლეობას ფულის გამოძალვის მიზნით იტაცებენ, როცა საზღვრები თითქოს ყოველდღიურად იცვლება, როცა რუსეთის სამხედრო ვერტმფრენები შემოდიან და არღვევენ შენს სივრცეს, ეს ყოველდღიურ გეგმას ცვლის. ეს არის ძალიან განსხვავებული კონტექსტი, რაც ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება რომ გვავიწყდება, ამ დროს ეს არის რეალური ვითარება”, – განაცხადა ხიდაშელმა.
მისი განმარტებით, ქართველ ხალხს აინტერესებს რა შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ ვარშავის სამიტიდან.
“ხალხის იმედი და მოლოდინი იცვლება, ჩვენ გვესმის განცხადებები, რომ საქართველო იმაზე მეტს აკეთებს ნატოსთვის, ვიდრე წევრი ქვეყანა. მაგრამ ეს არ კეთდება იმისთვის, რომ ვინმემ მადლობა მოიხადოს, ეს არის ჩვენი არჩევანი – გვინდა, რომ მსოფლიო საზოგადოების წევრი ვიყოთ. მაგრამ აუცილებლად უნდა გავითავისოთ საქართველოს რეალობა, რომ ჩვენი უსაფრთხოება უფრო მწვავედ დგას სხვებთან მიმართებაში. ზოგადი განცხადებებთან ერთად, რომელიც გამჟღავნდა, ჩვენ ასევე ვლაპარაკობთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. მოლოდინი რომელიც აქვს ქართველ ხალხს მკრთალდება, რადგან რეალობა უხეშია. საზოგადოება, ჩვენ ოქტომბრამდე, საარჩევნო კამპანიის დროს აუცილებლად გვკითხავს, რა შეგვიძლია რეალურად მივიღოთ ვარშავიდან”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში“პრემიერისგან მივიღე ისეთი შეურაცხყოფა, რომელსაც არ ვიმსახურებდი”
შემდეგი სტატია“რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რომ შეამციროს თავისი მეზობლების სუვერენიტეტი”