მოკლული პოლიციელის ფოტო

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის მეტროსთან დაჭრილი შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაიცვალა. მას სიცოცხლისათვის შეუსაბამო ჭრილობები ჰქონდა. ასევე მძიმეა მეორე სამართალდამცველის მდგომარეობაც, ის მკურნალობის კურს კვლავ ინგოროყვას კლინიკაში გადის.

ინციდენტი ვარკეთილის მეტროსთან მოხდა. პარფიუმერიის მაღაზია “ისი პარისთან” ახლოს პოლიციის ორი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. თვითმხილველთა განცხადებით სამართალდამცავებმა ავტომანქანა გადამოწმების მიზნით გააჩერა რის შემდეგაც ავტომანქანაში მსხდომებმა პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს.

მოკლული პოლიციელის ფოტო

13206_10206335425655067_3686925815039280202_n11084254_10206335426095078_2117137893353736782_n

banner
წინა სტატიაშიმთავრობამ გადაუდებელი ღონისძიებები უნდა გაატაროს, რათა საზოგადოების მეტი დაცულობა უზრუნველყოს
შემდეგი სტატიაპანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად სკოლის ორი მოსწავლის წასვლას განათლების მინისტრი ეხმაურება