პანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად სკოლის ორი მოსწავლის წასვლას განათლების მინისტრი ეხმაურება

სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებსა და პედაგოგებს განათლების მინისტრი ულოცავს

პანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად სკოლის ორი მოსწავლის წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას განათლების მინისტრი ეხმაურება და ამ ფაქტს სამწუხაროს უწოდებს.

სანიკიძე აცხადებს, რომ ისინი რაიმე განსაკუთრებულ ყურადღებას აი იპყრობდნენ და ისეთივე მოსწავლეები იყვნენ, როგორებიც სხვა ბავშვები. მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია იმ ორგანოების გააქტიურება, რომლებიც ასეთი გადაწყვეტილებების ხელშემწყობი პირების იდენტიფიცირებას მოახდენს.

მოზარდების მშობლების თქმთ ბავშვები სკოლაში სამი დღის წინ წავიდნენ და აღარ დაბრუნდებულან. მათივე მტკიცებით, მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი თურქეთში უკვე გადავიდნენ – რისი უფლებაც ასაკიდან გამომდინარე მოზარდებს დამოუკიდებლად არ ჰქონდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარს გენერალური ინსპეცია იძიებს.

banner
წინა სტატიაშიმოკლული პოლიციელის ფოტო
შემდეგი სტატიაგავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელის სავარაუდო მკვლელის პირადი ნივთები ნაპოვნია