მთავრობამ გადაუდებელი ღონისძიებები უნდა გაატაროს, რათა საზოგადოების მეტი დაცულობა უზრუნველყოს

ქვეყანაში უნდა დამთავრდეს კულუარებიდან არაფორმალური მართვა–ირაკლი ალასანია

მთავრობამ გადაუდებელი ღონისძიებები უნდა გაატაროს, რათა საზოგადოების მეტი დაცულობა უზრუნველყოს, – ასე ეხმაურება “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პოლიციელის მკვლელობას.
ალასანია ბექა მარგიშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. “თითოეული უდროოდ დაკარგული ახალგაზრდა, აუნაზღაურებელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნის და მათი ოჯახებისთვის. დამნაშავე დროულად უნდა იქნას გამოვლენილი და დასჯილი. საგანგაშოა ის, რომ მსგავსი ფაქტები გახშირდა. მთავრობამ გადაუდებელი ღონისძიებები უნდა გაატაროს, რათა უზრუნველყოს ჩვენი საზოგადოების მეტი დაცულობა. ვუსამძიმრებ ბექას ოჯახს”, – ნათქვამია ირაკლი ალასანიას განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე, გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად, 4 აპრილს ვარკეთილის მეტროსთან სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა, ერთი მათგანი ბექა მარგიშვილი

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში კომუნისტურ იდეოლოგიას აკრძალავენ
შემდეგი სტატიამოკლული პოლიციელის ფოტო