“მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაა, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, ეს ასეც იქნება” – ზვიად ძიძიგური

ზვიად ძიძიგურ

“მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაა, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და ეს ასეც იქნება,” – ეს განცხადება მმართველი გუნდის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, რუსთავი2-ის ეთერში საუბრისას გააკეთა.

ძიძიგური ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს და იდგმევა ნაბიჯებიც, რომ სასასამართლო კიდევ უფრო დამოუკიდებელი იყოს.

ქართული ოცნების წევრის და დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის, აზრით, პროცესში არსებობს ხარვეზებიც, რომელიც მისთვის სრულიად რეალურია.

“ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებაა, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი. ამ მხრივ ჩვენ ვმუშაობთ. ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი გვაქვს და კიდევ გადავდგამთ. მე ამ ჭორაობაში ვერ ჩავერთვები. თავისუფალმა დემოკრატებმა იჩქარეს, როცა ჩვენგან წავიდნენ. უნდა დალოდებოდნენ და ახლაც უნდა დაეოლოდონ სასამართლოს მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. მე მინდა, ხაზი გავუსვა და ვთქვა, რომ სასამართლო დამოუკიდებლობას საფრთხე არ დაემუქრება. რა თქმა უნდა, იქნება ხარვეზები, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ჩვენ ხარვეზების არ გეშინია,” – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონმა აღმოსავლეთ ევროპაში ტანკების განთავსება დაასასტურა
შემდეგი სტატიაიოსებიძეზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს