მკვლელობა ფონიჭალაში – ქორწილში 17 წლის მოზარდი მოკლეს

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

მკვლელობა ფონიჭალაში. შემთხვევა ქორწილში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც 17 წლის მოზარდი დაიჭრა. მას ჭრილობები, მათ შორის გულის არეში დანით და ცეცხლსასროლი იარაღით ქონდა მიყენებული.

ის ახლობლებმა ინგოროყვას სახელობის ეროვნულ ცენტრში თავად გადაიყვანეს, თუმცა, საავადმყოფოში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. ადგილზე გვიან ღამით მობილიზებული იყო საპატრულო პილიციის რამდენიმე ეკიპაჟი. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3626 ლარია
შემდეგი სტატიასაინციატივო ჯგუფი დეპუტატ თამაზ მეჭიაურისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს