,,მკვლელები გაცილებით მეტს იმსახურებდნენ”

ვაზაგაშვილის საქმეში ქალის კვალიც აღმოჩნდა - რას ამბობს ოჯახი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განაჩენს ე.წ. კორტების საქმეზე ხმაური მოჰყვა.
ზურაბ ვაზაგაშვილის დედის ციალა შანავას თქმით, მაშინ როდესაც უდანაშაულო მამა-შვილი შეიწირეს მკვლელებმა, აღნიშნული განაჩენი მისთვის მიუღებელია და საკმაოდ მცირეა.
“რაც კორტებთან მოხდა, მკვლელები გაცილებით მეტს იმსახურებდნენ. მსგავსი უსამართლობა არ მინახავს”, – განაცხადა ციალა შანავამ.
ვაზაგაშვილების ოჯახის ახლობლებმა სასამართლოს დარბაზი ხმაურის ფონზე დატოვეს. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მსჯავრდებულების ახლობლებიც.
ირაკლი ფირცხალავას მეუღლის ნინო ხვიტიას თქმით, ეს პროცესი არ დასრულებულა და იმედი გამოთქვა, რომ საქმესთან დაკავშირებით მომავალში იქნება ჭეშმარიტი გადაწყვეტილება მიღებული. მისივე თქმით, მითი იმის შესახებ, რომ ბადრი კოჭლამაზაშვილი ობიექტური მოსამართლეა, დაიმსხვრა, რადგანაც სასამართლომ პროკურატურის დაკვეთა შეასრულა.
ფირცხალავას მეუღლის ინფორმაციით, ისინი განაჩენის გასაჩივრებას აუცილებლად აპირებენ.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს 12-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახალხო დამცველი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა დაწინაურების პროცესს ეხმაურება
შემდეგი სტატიადავით ნარმანია პირველი ანგარიშით წარსდგა