მიხეილ გიორგაძე – სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს სტატუსს არ ეხება

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს სტატუსს არ ეხება.

“სწორად გავიგოთ, რაზეა საუბარი. ამ გადაწყვეტილებაში სტატუსთან დაკავშირებით საუბარი არ არის. საუბარია წინამდებარე ადმინისტრაციული აქტების გაუქმებაზე, რაც ჩემი ბრძანებით ისედაც გაუქმებულია. ამიტომ წმინდა ტექნიკური დეტალებია, რომელიც საქმის შინაარსობრივ მხარეზე გავლენას არ მოახდენს. ის, რასაც სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით გვავალებს, ჩვენ თვითონვე გვაქვს განხორციელებული”, – განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრმა. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავრობისა და კულტურის სამინისტროს საჩივარი და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც კულტურის სამინისტროს საყდრისი-ყაჩაღიანისთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის მოხსნის გადაწყვეტილების გადახედვა დაევალა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა ის დადგენილება, რომლის მიხედვითაც საყდრისი-ყაჩაღიანს ძეგლის სტატუსი შეუწყდა.

banner
წინა სტატიაშიგაერო – აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპულთა რაოდენობამ 6 000-ს მიაღწია
შემდეგი სტატია“სასამართლო აკრძალვამ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა დახურვის საფრთხის წინაშე დააყენა”