მიუსაფართა თავშესაფრის მშენებარე კომპანია 500 000 ლარით დაჯარიმდა

თბილისის მერია სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას მოახდენს

მიუსაფართა თავშესაფრის მშენებარე კომპანია, შპს “რსპ 40” 500 000 ლარით დაჯარიმდა. დაჯარიმების მიზეზი ის არის, რომ კომპანიამ მშენებლობის დასრულება დაგეგმილ ვადებში ვერ უზრუნველყო. კერძოდ, პროექტი 10 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ჯეროვნად ვერ შეასრულა სამუშაოები, რის გამოც მშენებლობის დასრულების ვადებმა გადაიწია.
როგორც კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, “რსპ 40” სამუშაოებს აგრძელებს. მერიაში შენობის ჩაბარებას მიმდინარე თვის ბოლომდე ელოდებიან.
მიუსაფართა თავშესაფარი, სადაც კარვებია განლაგებული, ამ დროისთვის მოსკოვის პროსპექტზე მდებარეობს. 240 ბენეფიციარზე გათვლილი თავშესაფრის მშენებლობა კი დიდ ლილოში მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, უნდა აშენდებს ერთსართულიანი შენობა, სადაც განთავსდება: საძინებლები, სამრეცხაო, სველი წერტილები, სასადილო ოთახი, მედპუნქტი, სტაციონარი, ფსიქოლოგის კაბინეტი. საცხოვრებელ კომპლექსში მოეწყობა შიდა და გარე კანალიზაციისა და წყალსადენის ქსელები, გათბობის სისტემა, ვენტილაცია. თავშესაფარი უზრუნველყოფილი იქნება გაზმომარაგებით, ხანძარსაქრობითა და საქვაბით. პროექტით გათვალისწინებულია შიდა ეზოს კეთილმოწყობაც. კომპლექსს ეყოლება დაცვა და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
პროექტისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარია გამოყოფილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი ეწვევა
შემდეგი სტატიაპაატა ზაქარეიშვილი: თუ დაინიშნება მორიგი რეფერენდუმი, მის შედეგს ისევე არ ექნება სამართლებრივი ძალა, როგორც არ ჰქონდა წინა ორი ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს