,,მესამე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობს,, აცხადებს ბათუ ქუთელია

qutelia,,მე იმედი მაქვს რომ სწორად გამიგებნენ..  მე ვფიქრობ, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობს ,, განაცხადა მაკეინის სახელობის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა და საქართველოს ყოფილმა ელჩმა აშშ-ში ბათუ ქუთელიამ, უკრაინულ მედიასთან საუბრის დროს.

,,ეს ომი მიმდინარეობს თავისუფალ საზოგადოებას, დემოკრატიულ ღირებულებებსა და ავტორიტარულ აგრესიას შორის,, დააზუსტა ქუთელიამ, რომელიც ფიქრობს, რომ ამ ომის ფრონტის ხაზი ახლა უკრაინაში გადის.

,,პრეზიდენტმქა ობამამ კონგრესთან ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ფრონტისპირა ქვეყნებია… მე ვფიქრობ, რომ ფრონტის ხაზი მარტო ბალტიისპირეთით არ შემოიფარგლება და ის უკრაინაზე, საქართველოზე გადის… სწორედ აქ მსოფლიო კონფრონტაციის კონტექსტში, მიმდინარეობს დაპირისპირება თავისუფალ და აგრესიულ, ავტორიტარულ სამყაროებს შორის,, განაცხადა ქუთელიამ

უკრაინელი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ ომში… ქუთელიამ განაცხადა: ,,კაცობრიობის ისტორია ამტკიცებს, რომ მიუხედავად ტოტალიტარული სამყაროს პატარ-პატარა წარმატებებისა, ბოლოს მაინც  თავისუფლების და დემოკრატიის ფასეულობები იმარჯვებდნენ… ასე იყო ცივი ომის დროსაც… ჩვენ ყველას გვახსოვს თუ როგორ დამთავრდა ის… მე ვფიქრობ ასევე მოხდება ამ კონფრონტაციის დროსაც,,

/იხილეთ ვიდეო/

https://www.youtube.com/watch?v=i_VBjx3VJP0

banner
წინა სტატიაშიჰარისონ ფორდი საკუთარი თვითმფრინავით ჩამოვარდა
შემდეგი სტატია,,ფე ეს ბე ,,მ აფხაზეთში არქეოლოგიას მიჰყო ხელი