,,მერკელმა ყირიმთან დაკავშირებით გაცილებით უფრო მკვეთრად გააკეთა განცხადება, ვიდრე მე”

ქართული ანდაზაა,

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველო კვლავ არაადეკვატური მოლოდინებით ხვდება მსოფლიოში განვითარებულ პროცესებს.
“ჩვენ ჯერ გვეუბნებიან, რომ აუცილებლად მივიღებთ MAP-ს და გავხდებით ნატო-ს წევრები, შემდეგ გვეუბნებიან, რომ MAP-ი აღარ გვჭირდება ისე მიგვიღებენ ნატო-ში, დღეს კი გვეუბნებიან, რომ ნატო რაღაცას მოიფიქრებს საქართველოსთან დაკავშირებით. რა არის ეს “რაღაც”, რამდენად დაიცავს ეს საქართველოს არსებული გამოწვევებიდან? ეს საქართველოს მოსახლეობაში კითხვის ნიშნებს აღარ აჩენს”, -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, არავის გაუმახვილებია ყურადღება იმაზე, რომ უკრაინა საერთოდ გადავიდა დღის წესრიგის პირველი ხაზიდან და ნამდვილად აღარ არის უმთავრესი პრიორიტეტი.
“არავის მიუქცევია ყურადღება იმ ფაქტისთვის, რომ ქალბატონმა მერკელმა გაცილებით უფრო მკვეთრად გააკეთა განცხადება ყირიმთან დაკავშირებით, ვიდრე მე. თუმცა, ამის გამო ლამის სამსჯავროზე გამოიტანეს ჩემი სიტყვები და არავინ მიაქცია ყურადღება იმას, რომ როდესაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე იყო საუბარი, ქალბატონმა მერკელმა განაცხადა, რომ ეს არ ეხება ყირიმს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, ჩვენ უნდა წარვმართოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ისე, რომ საქართველო არ დავაყენოთ საფრთხის წინაშე, ხოლო ახლა გამუდმებით MAP-ზე უკეთესზე ლაპარაკით ჩვენ კვლავ ვაყენებთ საქართველოს საფრთხის წინაშე”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება მომავალ არჩევნებში, რომ არ ჰყავდეს ის ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას აბსოლუტურ ილუზიებში აცხოვრებს და რომელიც ვერც ერთი მიმართულებით პრობლემებს ვერ აგვარებს.
ნინო ბურჯანაძის კომენტარს “დემოკრატიული მოძრაობის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3980 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომს შეხვდა