მარჯანიშვილის “მაკდონალდსთან” გამნაღველები მუშაობენ

მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე “მაკდონალდსის” შენობა რამდენიმე წუთით ევაკუირებული იყო. როგორც  შსს-ში აცხადებენ, “მაკდონალდსის” მიმდებარე ტერიტორიაზე გამნაღმველები და კინოლოგები მუშაობდნენ. ტერიტორია მოქალაქის ეჭვის საფუძველზე შემოწმდა.
“მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე “მაკდონალდსთან” გადაკეტილი იყო მოძრაობაც, თუმცა ფაქტი არ დადასტურდა”, – აცხადებენ შსს-ში.
მოქალაქეს ეჭვი ჰქონდა, რომ “მაკდონალდსის” მოპირდაპირედ გაჩერებულ შავი ფერის “მინი ვენის” ტიპის ავტომობილში ნაღმი იყო მოთავსებული.

banner
წინა სტატიაში,,ყველას გვაქვს უფლება”– 6 ახალგაზრდა და 6 სტრატეგიული ობიექტი
შემდეგი სტატიაპროკურატურის ამოცანაა, უგულავას მიმართ დადგეს ერთი გამამტყუნებელი განაჩენი მაინც