მარტვილში ამ დრომდე არ დაწერილა არცერთი საჩივარი

მარტვილში ამ დრომდე არ დაწერილა არცერთი საჩივარი

მარტვილში ამ დრომდე არ დაწერილა არცერთი საჩივარიმარტვილის 65-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გრიგოლ ბართაიას განცხადებით, მარტვილის 39-ვე უბანზე კენჭისყრის პროცედურა 08:00 საათზე დარღვევების გარეშე დაიწყო–იუწყება “თაიმერის” კორესპოდენტი მარტვილიდან.

მარტვილში ამ დრომდე არ დაწერილა არცერთი საჩივარი. მუნიციპალიტეტის 33 000-მდე ამომრჩეველმა მეორე ტურში გასული გამგებლობის კანდიდატებიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიოს.

მეორე ტურში ერთმანეთს კოალიცია „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და „ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატი დავით ინჯია უპირისპირდებიან.

მარტვილში ამ დრომდე არ დაწერილა არცერთი საჩივარი. მუნიციპალიტეტის 33 000-მდე ამომრჩეველმა მეორე ტურში გასული გამგებლობის კანდიდატებიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიოს.

მეორე ტურში ერთმანეთს კოალიცია „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და „ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატი დავით ინჯია უპირისპირდებიან.

მარტვილის გარდა, არჩევნები მიმდინარეობს ქალაქ ფოთში.

ფოთის 32-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას განცხადებით, ფოთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არჩერთი საჩივარი არ შემოსულა.

ფოთში კოალიციის მერობის კანდიდატს ირაკლი კაკულიას „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი უშანგი გეგენავა უპირისპირდება.
არჩევნების დღეს აკვირდება 22 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 728 დამკვირვებელი, 4 საერთაშორისო ორგანიზაციის – 22 დამკვირვებელი და მედია ორგანიზაციების 347 წარმომადგენელი.

მარტვილის საარჩევნო ოლქში დარეგისტრირებული კანდიდატებია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ ეთერ მეძველია, „ქართული ოცნებიდან“ სოსო დანელია, „საინიციატივო ჯგუფი – გოჩა დანელია, ნანი ბარათელი, მაია ვერულაშვილი, გოდერძი ოკუჯავა, ალეკო კვეკვეციადან“ აკაკი ახალაია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ბოიკოტი გამოუცხადა საქართველოში წელს ოქტომბერში დაგეგმილ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს. 21 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა საგარეჯოსა და მარტვილის მაჟორიტარულ ოლქებში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა და საბიუჯეტო თანხების ფუჭი ხარჯვა უწოდა. სერგო რატიანის შეფასებით, ორი ახალი დეპუტატის არჩევა ვითარებას არ შეცვლის და ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. „ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ შექმნილი კრიზისული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია.

მარტვილში შუალედური არჩევნები იმის გამო ტარდება, რომ ამ ოლქიდან არჩეული დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დეპუტატი ნაული ჯანაშია მარტში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშირა სახის დარღვევებია საგარეჯოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში
შემდეგი სტატიამარტვილში მაჟორიტარობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს