„მადლობა საქართველოს შს სამინისტროს, რათა აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა“, – დიმიტრი ტასოევი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის ვიცესპიკერმა დმიტრი ტასოევმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის „ფაქტობრივი ცნობისთვის“. მან განცხადება სააგენტო sputnik-ossetia-სთან გააკეთა.

„მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ მან თავისი განცხადებებით ამასთან [საოკუპაციო ხაზთან] დაკავშირებით, ფაქტობრივად აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თუ თბილისი ამას გააკეთებს დე იურე, შევძლებდით ერთობლივად შევდგომოდით ჩვენი ქვეყნის საზღვრების დემარკაციასა და დემილიტარიზაციას, რაც მოხსნიდა ბევრ კითხვას“, – აღნიშნა ტასოევმა.

მისი თქმით, მილსადენი ახლა არ გაჩენილა მათ ე.წ. ტერიტორიაზე და აქამდე არანაირი ინციდენტი არ მომხდარა.

„თუმცა ასეთ შემთხვევებში მიღებულია, რომ მმართველი კომპანია იხდის საფასურს თავისი ობიექტის დაცვასა და მომსახურებაში“, – განაცხადა ტასოევმა.

მან ასევე განაცხადა, რომ „ბაქო-სუფსის მილსადენის უსაფრთხოებას საოკუპაციო რეჟიმი მხოლოდ მაშინ უზრუნველყოფს, თუ British Petroleum-ი ამაში ფულს გადაიხდის“.

banner
წინა სტატიაშიცხინვალი ბაქო-სუფსის ნავთობსადენზე გადასახადს ითხოვს…
შემდეგი სტატიასენაკის გამგებელი სახელმწიფოს ხარჯზე სახლს ირემონტებს…