ლუკაშენკო:არავინ ჩვენი ტერიტორიიდან არასდროს შეუტევს უკრაინას

არავინ ჩვენი ტერიტორიიდან არასდროს შეუტევს უკრაინას

არავინ ჩვენი ტერიტორიიდან არასდროს შეუტევს უკრაინას“ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ეჭვი გამოთქვა, რომ შესაძლებელია აღმოსავლეთ უკრაინიდან ბელორუსის ტერიტორიაზე შემოვიდეს შეიარაღება და საზღვრის დაცვის მოწესრიგება ბრძანა”–ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, როცა უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივანი სტანისლავ ზასია და თავდაცვის მინისტრი ანდრეი რავკოვი მიიღო სტუმრად.

“ჩვენ არ ვმალავთ იმას, რომ სამხრეთ საზღვრებს ვამაგრებთ და არა იმიტომ, რომ უკრაინელების გვეშინია, რომ იქ ვიღაცა დაგვესხმევა თავს. არა! ჩვენ გვეშინია რომ აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ჩვენსკენ არ გაუწიოთ გულმა, თუნდაც ბელორუსისთვის არასაჭირო ელემენტებბმა. ეს ჩვენი საკითხია და ჩვენ უნდა გადავჭრათ, ჩვენს მაგივრად არავინ გააკეთებს” – განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ ლუკაშენკოს მიერ ადრე გაკეთებული განცხადების თანახმად, ის არ დაუშვებს ნებისმიერი სახის უკრაინის ინტერვენციას ბელორუსის ტერიტორიიდან.
“არავინ ჩვენი ტერიტორიიდან არასდროს შეუტევს უკრაინას, თუკი უკრაინა თვითონ არ დაესხმება თავს ბელორუსს, ეს კი, ვფიქრობ, არასდროს მოხდება” – განაცხადა აგვისტოს დასაწყისში ლუკაშენკომ.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: მე არ ვაკეთებ კომენტარს ჩემი ყირიმში ვიზიტის გამო, მას ყირიმელებმა უკვე უპასუხეს
შემდეგი სტატიაებრაული ბანაკი უკრაინის კონფლიქტის გამო საქართველოში გადავიდა