ლიბიის წყლებში დაბომბილ გემზე საქართველოს ექვსი მოქალაქე იმყოფება

11225630_997435826935938_2043420796_nთურქულ სატვირთო გემზე, რომელიც ლიბიის წყლებში დაიბომბა, საქართველოს ექვსი მოქალაქეც იმყოფება, – ამის შესახებ ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“ამ წუთებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოვიდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეეები, კერძო 6 მეზღვაური იმყოფება გემზე, რომელიც დაიბომბა ლიბიის წყლებში და დაშავდა რამდენიმე მეზღვაური, მათ შორის, გარდაცვლილია თურქი ეროვნების კაპიტანი. სააგენტო ცდილობს სიტუაციის გარკვევას და მეზღვაურთა გამოყვანას შექმნილი მდგომარეობიდან. მოვლენათა განვითარების შესახებ გაცნობებთ დამატებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
ლიბიის სანაპიროებთან თურქულ სატვირთო გემზე საჰაერო იერიში მიიტანეს, – ამის შესახებ “როიტერი” თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
შემთხვევა ლიბიის ქალაქ თობრუკის პორტთან ახლოს მოხდა. თურქულ გემზე საჰაერო იერიში მას შემდეგ მიიტანეს, რაც ლაინერმა ტერიტორიის დატოვება სცადა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა გემის ეკიპაჟის ერთი წევრი, კიდევ რამდენიმე კი დაშავდა.

libia

banner
წინა სტატიაშიპუტინი 1200 კაციან წვეულებას აპირებს
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში აზრის თავისუფლად გამოხატვა შესაძლებელია