ესპანური El Confidencial-ის ცნობით, ,,ბარსელონასა,, და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავის ლეონელ მესისი უფროსი ძმა – მატიასი, არგენტინაში, მშობლიურ ქალაქ როსარიოს სამხრეთით პოლიციიის ოპერაციის შედეგად დაპატიმრებული იქნა…
გავრცელებული ინფორმაციით, ჩატარებული ოპერაციის შედეგად პოლიციამ მატიას მესის ავტომობილიდან უკანონო მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და ავტომობილის პატრონი დააკავა…
პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილ მატიას მესი, 4 საათიანი დაკითხვისა და გირაოს გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს, აცხადებს ესპანური გამოცემა.