ლევან გვაზავა კომადან გამოვიდა

შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილია პოლიციის გენერალი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა კომადან რამდენიმე დღეა გამოვიდა. ამ ინფორმაციას ლევან გვაზავას ადვოკატი დარეჯან გილაშვილი ადასტურებს.
მისივე თქმით, ლევან გვაზავა თავს უკეთ გრძნობს. პირადად ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ შეხვედრია. გილაშვილი აცხადებს, რომ გვაზავა მკურნალობას განაგრძობს და თავს უკეთეთ გრძნობს.
მისივე თქმით, გვაზავა კომიდან გამოვიდა, თუმცა ძალების აღდგენას დრო სჭირდება. “ამ ეტაპზე სახეზე ჩატარებულმა ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა. შემდგომში სავარაუდოდ მას რეაბილაცია დასჭირდება”, _ განაცხადა გილაშვილმა.
ადვოკატს ინფორმაცია არ აქვს, როდის აპირებენ სამართალდამცველები საქმის დეტალები ლევან გვაზავას გააცნოს.

banner
წინა სტატიაში“მერაბ ტურავა მსოფლიოში აღიარებული პროფესიონალია”
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – გიგი უგულავას საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდებით