ლეგენდარულ ქართველ მსახიობს თამარ სხირტლაძეს 86 წელი შეუსრულდა

თამარ სხირტლაძედღეს თამარ სხირტლაძეს 86 წელი შეუსრულდა. მსახიობი 1929 წლის 2 მაისს დაიბადა.

თამარ სხირტლაძემ პროფესიული განათლება მარჯანიშვილის თეატრის სტუდიაში უშანგი ჩხეიძის ხელმძღვანელობით მიიღო. მსახიობის დებიუტი 1947 წელს სპექტაკლ „ნინოშვილის გურიაში“ ქრისტინეს როლით შედგა. გარდა სასცენო მოღვაწეობისა, იგი ცნობილია შესანიშნავად შესრულებული კინოროლებით.საქართველოს სახალხო არტისტი – სახელმწიფო და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიების ლაურეატია.

2014 წელს თამარ სხირტლაძეს ქართულ თეატრში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალურ ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.

kaxi kavsadze_141_rectoKavsadze_Kakhi_134_recto Merab_Kokochashvili-1 (58)

 

banner
წინა სტატიაშიისლამური სახელმწიფოს საველე მეთაური თარხან ბათირაშვილი, რომელიც ისლამისტებში ომარ ალ შიშანის და იბრაჰიმ ჩეჩენის ფსევდონიმითაა ცნობილი მოკლულია
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” მთავრობის შემადგენლობას მხარს არ დაუჭერენ