ლატვიელი ტურისტების გადარჩენის ოპერაცია წარმატებით განხორციელდა

მალაიზიაში მაშველები კინაბალუს მთებში 160 ტურისტის გადარჩენას ცდილობენ

ლატვიელი ტურისტების გადარჩენის ოპერაცია წარმატებით განხორციელდა, – ამის შესახებ “თაიმერს” სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია კურორტების განვითარების სააგენტოს სამაშველო სამსახურისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

ლატვიელ ტურისტებს გუდაურში, ფოსტის შენობასთან, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი და საგანგებო შტაბის წევრები დახვდნენ. ტურისტებს სამედიცინო დათვალიერების შემდეგ სასტუმროებში განათავსებენ.

სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ორი ტურისტი ჯვრის უღელტეხილიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა.
რამდენიმე დღეა საქართველოს მთიანეთში დიდთოვლობაა. ქარბუქისა და თოვლის გამო საქართველოს საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდულია

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან სოლიდარობის აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიასაქართველოს საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს