ლარის გაუფასურება გრძელდება

ლარის გაუფასურების ქრონიკა გრძელდება. დილიდან ოფიციალური გაცვლითი კურსი ამოქმედდა, რომელიც გუშინ ეროვნულმა ბანკმა განსაზღვრა.

ოფიციალური ინფორმაციით ერთი ამერიკული დოლარი 2.4170 ლარია.

კომერციულ ბანკებსა და გადამცვლელ ჯიხურებში კი 1 ამერიკული დოლარი 2.49 – 2.54 ლარამდე მერყეობს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი ევროსთან მიმართებაში კი მცირედით გამყარდა. ოფიციალური ინფორმაციით 1 ევრო 2.7295 ლარია.

ევროს შესაძენად კომერციულ ბანკებსა და გადამცვლელ ჯიხურებში 2.87 ლარია საჭირო.

banner
წინა სტატიაში,,საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება ნორმის კონსტიტუციურობას და არა ერთი პირის პატიმრობის კანონიერებას”
შემდეგი სტატიაკაბალში საცხოვრებელ სახლს სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი დაეცა