,,საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება ნორმის კონსტიტუციურობას და არა ერთი პირის პატიმრობის კანონიერებას”

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების სამართლებრივი აღსრულების პროცედურაზე , საზოგადოებისთვის დამატებით განმარტებას აკეთებს.
“ჩვენ საქმე გვაქვს უპრეცენდენტო გადაწყვეტილებასთან. ასეთი რამ საქართველოს სამართალწარმოების ისტორიაში არ მომხდარა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება ნორმის კონსტიტუციურობას და არა ერთი კონკრეტული პირის პატიმრობის კანონიერებას. რა თქმა უნდა, გაცილებით ადვილი იქნებოდა თუ ხელთ გვექნებოდა სასამართლოს ისეთი გადაწყვეტილება, სადაც თეთრზე შავად ეწერებოდა, რომ კონკრეტული პირი არის უკანონო პატიმარი. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია წარიმართებოდა დაუყოვნებლივი აღსრულების პროცედურა. მაგრამ ვინაიდან, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კონკრეტულად ერთი ბრალდებულის პატიმრობის კანონიერებაზე და ვერც იმსჯელა, არამედ მან იმსჯელა ნორმის კონსტიტუციურობაზე, აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება: პირველი – ამ სარეზოლუციო ნაწილის შესწავლა, მეორე – იმის გამიჯვნა, თუ რომელ ნორმაზეა საუბარი, მესამე – დაუყოვნებლივი მითითების გაცემა, რომ დაწესებულებების დირექტორებმა დაიწყონ იმ პატიმრების საქმეების შესწავლა, რომელთაც შეიძლება შეეხოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამიტომაც ხდება, ერთის მხრივ, იურიდიული დეპარტამენტისადმი დავალების გაცემა დასკვნისთვის და მეორეს მხრივ, პენიტენციური დეპარტამენტისთვის მითითების მიცემა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გადაეგზავნოს ყველა დაწესებულებას და შესაბამისმა თანამდებობის პირებმა დაიწყონ იმ პატიმრების პირადი საქმეების შესწავლა, რომელთა მიმართაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ მოხდეს კანონით დადგენილი წესით მისი აღსრულება”, – აცხადებს კახიშვილი.

banner
წინა სტატიაში,,უგულავას გასათავისუფლებლად საჭიროა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება, რაც დღეს არ არსებობს”
შემდეგი სტატიალარის გაუფასურება გრძელდება