ლარის გაუფასურება გრძელდება

ბოლო დღეების განამვლობაში ლარის კურსმა დევალვაციის მაქსიმალურ ნიშნულს მიაწია. 1$ 2,23 ლარი ღირს.

“ეროვნულმა ბანკმა” ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი გუშინ საღამოს დაადგინა. დღეიდან 1 დოლარის შეძენა, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2 ლარი და 14 თეთრის ნაცვლად, 2 ლარად და 17 თეთრად არის შესაძლებელი.

სავალუტო ჯიხურებში კი, დღეის მდგომარეობით, ლარის გაცვლითი კურსი 2.20-ის ფარგლებშია. კომერციულ ბანკებში კი ლარის გაცვლითი კურსი დღეს 2.23-ია დოლართან მიმართებაში.

banner
წინა სტატიაში“ვინ არის ვახტანგ გომელაური?” კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ლარის დევალვაცია მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგია