“ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე თხევადი ქლორის ორი ერთტონიანი ავზი იპოვნეს

თბილისში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე თხევადი ქლორის ორი ერთტონიანი ავზი იპოვეს. ადგილზე ამ დროისთვის სპეციალისტები მუშაობენ.

მათი განცხადებით, უნდა მოხდეს სიტუაციის შესწავლა და ავზების გაუვნებელყოფა, რათა თავიდან იქნას აცილებული ქიმიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე.

„გაჟონვას ადგილი არ ჰქონია და არც ექნება. მთავარი რისკი არის ტრანსპორტირება და, ამიტომ მზადდება შესაბამისი დაცული პროცედურა. როგორც კი ეს სამუშაო შესრულებული იქნება, მისი გატანა უსაფრთხოდ მოხდება,“ – აცხადებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თეიმურაზ მურღულია.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ აქედან საქართველოს ვიცავთ” – ე.წ. საზღვართან მდებარე სოფელში შიშით ნათენები ღამეები
შემდეგი სტატიასტიქიის დროს დაღუპული მაშველი სოფელ აღაიანში დაკრძალეს