ლაგოდეხში მკვლელობის ბრალდებით ნასამართლევი პირი დააკავეს

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

სამართალდამცავებმა ლაგოდეხში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობა გახსნეს. როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რანთიგ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1994 წელს დაბადებულ ჯოშგუნ ა-ს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჯოშგუნ ა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რანთიგ ა. მომხდარიდან ორ საათში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფონაში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი 2014 წლის მნიშვნელოვან მოვლენებად სოჭის ოლიმპიადას და “ყირიმის შემოერთებას” მიიჩნევს
შემდეგი სტატიათბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე ჯოკია ბოდოკიას საქმეზე სასამართლოში დაიკითხება