კოტე კუბლაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს პარტიის წევრი, კონსტანტინე კუბლაშვილმა უპასუხა, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია პრეზიდენტზე და შემდეგ პარლამენტზე.
მისივე თქმით, კონკრეტულად, კანონში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისათვის არ არის გამოკვეთილი რაიმე კრიტერიუმი, თუმცა ყველა განვითარებულ საზოგადოებაში მიღებულია რამდენიმე აუცილებელი კრიტერიუმი, რაც უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც ასეთ მაღალ პოსტზე ინიშნება.
“პირველ რიგში, ის უნდა იყოს კეთილსინდისიერი, პატიოსანი კაცი; მეორე – თავისი საქმის პროფესიონალი და მესამე – ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პოსტზე პრინციპულად გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. ვფიქრობ, პრეზიდენტი არ დაუშვებს შეცდომას. პირიქით, ძალიან კარგი პროცესი იყო წამოწყებული და შემდეგ უკვე ძალიან გონივრულად მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმინსკის დოკუმენტის მიხედვით ყველა უცხოურ შეიარაღებულ ფორმირებას უკრაინის ტერიტორიის დატოვება მოუწევს–პოროშენკო
შემდეგი სტატია“გახმაურებული საქმეების პროკურორ-გამომძიებლები თავდაცვაში პრემიერის ფავორიტმა მინისტრმა დაასაქმა”