კიევი მოსკოვს დაკავებულ პირებზე წვდომას მისცემს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს ნოტა გაუგზავნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ კონსულს წვდომა ექნება ტერორიზმის ბრალდებით ორ დაკაებულ სამხედროზე. რუსეთის საგარეო უწყება ირწმუნება, რომ რუსეთის დაკავებული მოქალაქეებთან შეხვედრას ცდილობს მათი თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან და კიევიდან საპასუხო რეაქციას ვერ მიაღწია. როგორც უკრაინის საგარეო უწყების საგანგებო ელჩმა დმიტრი კულებამ განაცხადა, ნოტაში აღნიშნულია ტელეფონის ნომრები და პიროვნებები, რომელსაც უნდა მიმართოს რუსეთის კონსულმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. რუსეთის საელჩოში განაცხადეს, რომ დაკავებულებს “დაუყოვნებლივ ინახულებენ.” რუსეთის პოზიციისგან განსხვავებულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, ისინი ირწმუნებიან, რომ დაკავებულ მოქალაქეებთან შესახვედრად მათ არანაირი წინააღმდეგობა რა შეუქმნიათ ოფიციალური რუსეთისთვის. 22 მაისს შექმნილი სიტუაციაზე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა გააკეათა კომენტარი – “ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც არიან ტყვეობაში, ცხადია, რუსეთის მხარე ყველა შესაძლებლობას იყენებს მათ გასანთავისუფლებლად” – თქვა პესკოვმა. ალექსანდრ ალექსანდროვი და ევგრნი ეროფეევი დონბასში 16 მაისს დააკავეს. ახლა ორივე კიევის საავადმყოფოში იმყოფება, სადაც მკურნალობის კურსს გადიან. კიევის ვერიით, დაკავების მომენტში ისინი სამხედრო დავალებას ასრულებდნენ როგორც მოქმედი სამხედრო პირები. მოსკოვში კი ამბობენ, რომ დაკავების მომენტისთვის მოქალაქეები სამსახურიდან დათხოვნილი იყვნენ.

banner
წინა სტატიაშიეკოლოგები დელფინის გადარჩენას ცდილობენ
შემდეგი სტატიაზუგდიდში ამ წუთებში 26 მაისისადმი მიძღვნილი კონცერტი მიმდინარეობს