კენიელი მრბოლელი ფინიშთან ოთხით მივიდა

კენიელი მრბოლელი ფინიშთან ოთხით მივიდა

კენიელი მრბოლელი ჰივან ნგეტიკი, რომელიც ამერიკის ქალაქ ოსტინში მართონული დისტანციაში იღებდა მონაწილეობას, 37-ე კილომეტრზე დავარდა.
რაღაც პერიოდის მანძილზე ის სირბილს განაგრძობდა, მანამდე, სანამ ისე არ დავარდა, რომ ადგომა ვერ შეძლო.
თითქოს მარათონი მისთვის დასრულდა. ფინიშამდე 400 მეტრი იყო დარჩენილი და სპორტსმენი ფინიშამდე ოთხით განაგრძნობდა ხოხვას. მასთან დამხმარე ეტლით მიცვივდნენ მწვრთნელები, რომლებიც სერიოზულად იყვნენ სპორტსმენის ჯანმრთელობით შეშფოთებულები, მაგრამ ჰივან ნგეტიკმა მათ იგნორირება გაუკეთა და ფინიშისკენ განაგრძო ხოხვა.
ფინიშამდე დარჩენილი რამდენიმე ასეული მეტრი ყველა სპორტსმენისთვის ყველაზე ძნელი მანძილი ხდება, მით უმეტეს კენიელი სპორტსმენისთვის, რომელიც ოთხით მიხოხავდა. ყველა წინადადებაზე ის პასუხობდა: „მომეცით უფლება რბოლა დავასრულო“, ამასთანავე ძალა მეტად ნაკლები რჩებოდა, თუმცა მაინც შეძლო ფინიშამდე მიხოხვა და მესამე ადგილიც დაიკავა.
საინტერესოა, რომ სპორტსმენს ეს, შესაძლოა მისი ცხოვრების ყველაზე დრამატული მომენტი არ ახსოვს: „ვერ ვიხსენებ მომენტებს დისტანციის ბოლოსკენ“ – თქვა სპორტსმენმა ბიბისისთან ინტერვიუში – „თვალი სამედიცინო კაბინეტში გავახილე, სადაც მითხრეს, რომ დისტანცია დავძლიე.“
მას საერთოდ არ ახსოვს, მაყურებლები, მისი ძალით და მონდომებით აღფრთოვანებულები როგორ გულშემატკივრობდნენ სპორტსმენს ფინიშამდე დარჩენილ ყველა სანტიმეტრზე.
„მე მათ ვკითხე, ფინიში გადავჭერი მეთქი? და კიო, და მედალი გადმომცეს“ – ყვება სპორტსმენი.
„მე ვუთხარი, რომ ეს ასე არ არის, რომ მე დავვარდი ფინიშამდე რამდენიმე ასეული მეტრით ადრე, მათ კი ფოტოები მაჩვენეს, როგორ მივხოხავ“ – ამბობს ჰივან ნგეტიკი.
კენიელი სპორტსმენის მონდომებას და სიძლიერეს მაართონის ორგანიზატორები გულგრილი არ დაუტოვებია, მათ სპორტსმენს ის საპრიზო თანხა გადასცეს, რა ოდენობაც მეორე ადგილის მფლობელს გადაეცა.

banner
წინა სტატიაში”ნაციონალურ მოძრაობას” მიაჩნია, რომ გვენეტაძე საკუთარ საქმიანობაში ობიექტური ვერ იქნება
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნას “საფრთხის შემცველად” არ მიიჩნევს