კახი კახიშვილი: ზუსტად ეს არის ჩვენი განვითარების კურსი

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახი კახიშვილის განცხადებით, გაეროს ტრიბუნიდან პრემიერის ძირითადი გზავნილი ის იყო, რასაც ქვეყნის შიგნითაც ყოველთვის აცხადებდა. ამის შესახებ კახიშვილმა ჟურნალისტებს პრემიერის გაეროში გამოსვლის შეფასებისას განუცხადა.
“ეს გზავნილი არის ქვეყნის დემოკრატიზაცია, დასავლეთისკენ სწრაფვა, ნატოსკენ სწრაფვა. მე მესმის, პოლიტიკური ოპონენტები კიდევ დაიწყებენ შეფუთვას, მაგრამ ამხელა ტრიბუნიდან ასეთი მკვეთრი გზავნილების გაკეთება, ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ზუსტად ეს არის ჩვენი განვითარების კურსი”, – განაცხადა კახი კახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდაიკითხებიან ექსპერტები რომელმაც რუსთავი 2-ში ქიბარ ხალვაშის წილი დაითვალა
შემდეგი სტატიაიარაღის რეგისტრაციის წესები მკაცრდება