კახი კალაძე: გაზს, რა თქმა უნდა, სუნი აქვს

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობდა, რომ სინდისის და ნამუსის გარდა ყველაფრის გაყიდვა შეიძლებოდა, თუმცა პირველ რიგში, მათ სინდისი და ნამუსი გაყიდეს.

„გაზს, რა თქმა უნდა, სუნი აქვს“ – ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე შეკითხვის – აქვს თუ არა რუსულ გაზს და რუსულ ფულს სუნი, რამდენადაც ვანო მერაბიშვილმა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში 2012 წელს განაცხადა, რომ რუსულ ფულს არ აქვს სუნი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხერხემლის ციტირებებზე კომენტარის გაკეთება, მე ვფიქრობ, უხერხული იქნება. ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობდა იმაზე, რომ სინდისის და ნამუსის გარდა ყველაფრის გაყიდვა შეიძლებოდა, თუმცა პირველ რიგში, რაც მათ მოახერხეს და გაყიდეს, ისიც კაპიკებდ, იყო სინდისი და ნამუსი. გაზს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სუნი აქვს იმისთვის, რომ ადამიანებმა გაიგონ, რომ ის ბუნებრივი აირია“, – აღნიშნა კალაძემ კითხვის პასუხისას.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი პროკურატურას საკუთარ პასპორტს თხოვს
შემდეგი სტატიაგიორგი პაპუაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს