კახა კალაძის ინფორმაციით “გაზპრომთან” კონკრეტული შეთანხმება ჯერ მიღწეული არაა

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა შედგა, თუმცა, მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა.

როგორც კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საუბარია ტრანზიტის მოცულობის გაზრდაზე, რაც დამატებითი შესაძლებლობა იქნება კომერციული სტრუქტურებისთვის.

„კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა შედგა იტალიაში. ჯერ-ჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. საუბარია ტრანზიტის მოცულობის გაზრდაზე და შესაბამისად, ჩვენ გვინდა მეტი შემოსავალი მივიღოთ, დამატებითი შესაძლებლობა მივცეთ კომერციულ სტრუქტურებს, შემოიტანონ საქართველოში ბუნებრივი აირი“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძის თქმით, აზერბაიჯანულ „სოკარს“ პრობლემა არ აქვს და ის მოსახლეობას ბუნებრივი აირით სრულად უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2 იყო, არის და იქნება”
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილმა ”ნაციონალურ მოძრაობას” ოფისი “უფასოდ” დაუთმო