ჰაკერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი გატეხეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი, http://www.moa.gov.ge ჰაკერებმა გატეხეს. საიტზე შემდეგი შინაარსის ტექსტია გამოქვეყნებული.
“2015.01.27 ამ დროს ზიმბაბომ საქართველოს დახმარების სახით გამოუყო (50 ალუმინის ტრაქტორი, 100 პლასტმასის კომბაინი,
50 ნამგალი, 90 ჩაქუჩი, ტონა ლურსმანი, 10 ტრაკტორის საჭეე, 40 ნიკელის საბურავის დისკები, 11 ველოსიპედის პედალი, 50 არაბული სუფთა სისხლის ჯორები),
და ეს ყველაფერი იყო იმისათვის რათა ეს მოხმარებოდა საქართველოს სუფლის მეორნეობას, ასავე გლეხობას.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეს ეს დახმარება მიიღო 2015.03.19 -წელს. მაგრამ აქედან არაფერი არ მოხმარებია გლეხობას. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეს ყველაფერი მიყიდა რუსეთს. და
აქედან ისმება კიტხვა სად წავიდა ზიმბაბოს მიერ გამოყოფილი დახმარება საქართველოსათვის?”, – ნათქვამია ტექსტში.
როგორც “ინტერპრესნიუსს” სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს უკვე შეატყობინეს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ტარიფების კიდევ უფრო ზრდას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატია“თბილისი 2015”-ის ღონისძიებების დროს რამდენიმე ქუჩა დაიკეტება