კათოლიკე მღვდელი, რომელმაც აღიარა, რომ ჰომოსექსუალია

კათოლიკე მღვდელი, რომელმაც აღიარა, რომ ჰომოსექსუალია

კათოლიკე მღვდელი, რომელმაც აღიარა, რომ ჰომოსექსუალიავატიკანმა პოლონელი მღვდელი ქშიშტოფ ხარამსუ გაკიცხა იმის გამო, რომ მან მისი სქესობრივი ორიენტაციის გამო სახალხოდ ისაუბრა და აღიარა, რომ ის ჰომოსექსუალია.
რომის პაპის პრესცენტრის ხელმძღვანელმა მამა ფედერიკო ლომბარდმა, პოლონელი მღვდლის მიერ გაკეთებულ განცხადებას სინოდის დაწყების წინ, უპასუხისმგებლო და უკიდურესად სერიოზული უწოდა.
ლომბარდის თქმით, ხარამსუს განცხადებამ მედიის მხრიდან სინოდზე ზეწოლა გამოიწვია.
ამასთანავე, მან განაცხადა, რომ მღვდელი მეტად ვერ შეძლებს პაპის უნივერსიტეტში მუშაობას. ასევე, მისი, როგორც მღვდლის ბედიც მისი ეპარქიის გადასაწყვეტია – თქვა ლომბარდიმ.
43 წლის კშიშტოფ ხარამსა უკანასკნელი 17 წელი რომში ცხოვრობს.
პოლონელი მღვდლის განცხადებით, მან იცის, რომ საკუთარ ფუნქციებზე უარის თქმა მოუწევს.
კშიშტოფ ხარამსა მღვდელი 18 წლის ასაკში გახდა. ის ახლა საერთაშორისო თეოლოგიის კომისიის მდივანია. ის ასევე პაპის უნივერსიტეტის პროფესორია. მისი თქმით, მისი აღიარება სხვა კათოლიკე მღვდლებისთვის გამოწვევაა და ის ამაყობს საკუთარი პარტნიორით.

მედიასთან საუბარში ხარამსამ თქვა, რომ დიდი ხანია დროა კათოლიკურმა ეკლესიამ ქორწინებასა და ოჯახზე, ასევე ჰომოსექსუალიზმზე დამოკიდებულებებს გადახედოს და შეცვალოს.
“მე ვიცი, რომ ღმერთის სამსახურზე უარის თქმა მომიწევს, მაგრამ თავს რჩეულად ვთვლი, რომ დავდგე სექსუალურ უმცირესობების დასაცავად”- განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშიხასია და ხაზალიას დე-ფაქტო შს სამინისტრო ამ დრომდე ეძებს
შემდეგი სტატია“საქართველოში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება გრძელდება”