კაბელების საქმე – პროკურატურის სააპელაციო საჩივარს გრიფით საიდუმლო მოეხსნა

PROKURTAURA GANCXADEBAS AVRCELEBS

პატრულ-ინსპექტორებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. "ინტერპრესნიუსი" უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "2015 წლის 26 იანვარს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით ბრალდებულის სახით დააკავეს ადვოკატი იმედა წიკლაური და მისი ძმა გიორგი წიკლაური, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაუმროჩილებლობისათვის დააკავეს მათი თანმხლები პირი ასევე ადვოკატი ლევან ავალიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 26 იანვარს, ქ.თბილისში, ოქროყანის გზაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ გაჩერებული იქნა ვ. ჭინჭარაულის მართვის ქვეშ მყოფი "ფორდი"-ს მარკის ავტომობილი, სადაც მასთან ერთად იმყოფებოდნენ გ. წიკლაური, ლ. ავალიანი და ი. წიკლაური. ამ უკანასკნელმა, რომელიც იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გაჩერების მიზეზის ახსნა მოსთხოვა, რაც სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ისინი პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ლ. ავალიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ზედამხედველი პროკურორის მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის პატრულ-ინსპექტორების სამკერდე კამერების და საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანის კამერის მიერ განხორციელებული ვიდეო ჩანაწერების, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ი. წიკლაურისა და გ. წიკლაურის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს, კერძოდ სამართალდამცავთა მიმართ რაიმე სახის იძულებას, რასაც თან ახლდა ძალადობა ან ძალადობის მუქარა ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ განხორციელდა ხსენებული პირების სსკ-ის 353-ე მუხლით ბრალდებულის სახით დაკავება. აღნიშნულიდან გამომდინარე იმავე დღეს პროკურორის დადგენილებით ბრალდებულის სახით დაკავებული ი. წიკლაური და გ. წიკლაური განთავისფულდნენ დაკავებიდან. აღსანიშნავია, რომ დაკავებისას სხეულის დაზიანება მიიღო ი. წიკლაურმა. მისი განცხადებით მან ხსენებული დაზიანებები მიიღო პატრულ ინსპექტორების მხრიდან მისი ცემის შედეგად. იგი მოთავსებული იქნა ჰოსპიტალში და ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დაუდგინდა თირკმლის დაჟეჟილობა. აღნიშნულზე დაინიშნა და მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა რაც შეეხება პოლიციის მუშაკისადმი დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ლ.ავალიანს, მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იქნა შეწყვეტილი, ვინაიდან საერთოდ არ დადასტურდა ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის ფაქტი. არსებული ჩანაწერების შესწავლის შედეგად, ასევე დგინდება, რომ ლ.ავალიანის მხრიდან ადგილი არ ჰქონია დაუმორჩილებლობის ჩადენის ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გამოძიების პროცესში გამოიკვეთა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების შესაძლო ფაქტები, ხოლო ხსენებული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. შესაბამისად, მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა დაკავებულების გაშვება მოხდა პროკურორის სატელეფონო ზარით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, არის ტყუილი და მიზნად ისახავას საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ბრალდებულების განთავისუფლება მოხდა პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ვინაიდან ბრალდებულის სახით დაკავება მოხდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძლვების გარეშე და აშკარად ჰქონდა ადგილი მოქალაქეთა უფლებების უხეშ დარღვევას", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.კაბელების საქმეზე პროკურატურის სააპელაციო საჩივარს გრიფი საიდუმლო მოეხსნა. საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილება ცნობილი დღეს დილით გახდა.

“ადვოკატებმა პირველივე სხდომაზე იშუამდგომლეს და მოითხოვეს სასამართლო პროცესების დახურვა. მტკიცებულებების განხილვა დახურულ სხდომაზე მოხდა. განჩინება, რომელიც გავასაჩივრეთ, გამოცხადდა დახურულ სხდომაზე, რადგან ის შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას. განჩინების ნაწილი დაიშტრიხა და ისე გადეცა ადვოკატებს. მათ არ აქვთ დაშვება ამ კატეგორიის ინფორმაციაზე.

მას შემდეგ, რაც შევიტანეთ საჩივარი სასამართლოში, ჩვენ კვლავ მივმართეთ კონტრდაზვერვის დეპატრამენტს, რომელმაც საჩივარში საიდუმლო და არასაიდუმლო ნაწილი გაიმიჯნა. ამის შემდეგ ჩვენ შევასრულეთ პირობა და მივაწოდეთ ეს საჩივარი ადვოკატებს. ეს პროცედურული საკითხები ადვოკატებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი,” – აცხადებს პროკურორი ჯარჯი წიკლაური.

banner
წინა სტატიაშილევან კორტავას საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ ზოგიერთ ეპიზოდში უდანაშაულოდ სცნო
შემდეგი სტატიაენერგეტიკაში 300 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ხორციელდება