იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს გამოძიება ბრალს დღესვე წარუდგეს

PROKURTAURA GANCXADEBAS AVRCELEBS

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს, გია სოსანაშვილს გამოძიება ბრალს დღესვე წარუდგეს და სავარაუდოდ, ხვალ სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
მედიის კითხვაზე, არის თუ არა სოსანაშვილი ორგანიზაცია “სამართლადამცავთა ლიგის” წევრი, შოთაძემ განმარტა, რომ ის მოქმედი პოლიციელია და აღნიშნული ორგანიზაციის წევრი ვერ იქნებოდა.
გია სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ქორწინების სახლი საზეიმოდ გაიხსნა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის სწრაფი გამოძიება ჩემთვის საამაყოა