,,ისრაელის მოწინააღმდეგე ყველა არაბს თავები უნდა მოვაჭრათ,, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბერმანი

Israel's Minister of Foreign Affairs Avigdor Evet  Lieberman.ისრაელის მოწინააღმდეგე არაბებისათვის თავის მოკვეთის აუცილებლობაზე ისაუბრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა წინასაარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას…

,,ისრაელის არაბები, რომლებიც იქნებიან ჩვენს გვერდით, მიიღებენ ყველაფერს… ხოლო ისინი, ვინც გამოდიან ისრაელის წინააღმდეგ, მათ თავები უნდა მოვაჭრათ. სხვა შემთხვევაში ამ მიწაზე არანაირი ისრაელი არ იარსებებს,, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა, პარტია ,,ჩვენი სახლი –  ისრაელის,, წინასაარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას.

,,ყველამ ვისაც უჭირავს პალესტინის დროშა, უნდა დატოვონ ისრაელი… მე სიამოვნებით გადავცემდი მათ პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს და კმაყოფილი ვიქნებოდი ამით,, აღნიშნა ლიბერმანმა

,,თუ პალესტინელებს სურთ მშვიდობა, ეს მშვიდობა უნდა იყოს ერთობლივი რეგიონალური მშვიდობა, არაბეთის ქვეყნებს, პალესტინასა და ისრაელშ შორის,, განაცხადა სამშვიდობო პროცესზე საუბრისას ავიგდორ ლიბერმანმა

banner
წინა სტატიაშიბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ია მეტრეველს დაკითხავენ
შემდეგი სტატიაქართული ოცნების” პოლიტსაბჭო ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს უჭერს”