ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს უჭერს”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის ინფორმაციით, კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს უჭერს.
როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით პოზიტიური დამოკიდებულება დააფიქსირა.
ამასთან, მისი თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე საუბარი არ ყოფილა იმ დეპუტატთა მიმართ სანქციის გამოყენებაზე, ვინც გვენეტაძეს მხარს არ დაუჭერს.

“პარტიასა და უმრავლესობას თავის დისციპლინა აქვს და გადაწყვეტილება კონსესუსის შედეგად უნდა იყოს მიღებული, იმედი მაქვს, სანქციების მიღება არ დაგვჭირდება”, – აღნიშნა საგანელიძემ.

banner
წინა სტატიაში,,ისრაელის მოწინააღმდეგე ყველა არაბს თავები უნდა მოვაჭრათ,, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბერმანი
შემდეგი სტატიათამარ ბერუჩაშვილი: მათი შემართება, პროფესიონალიზმი დააკლდა ჩვენს ქვეყანას