ისლამური სახელმწიფო უძველესი ქალაქის განადგურებით იმუქრება

სირიაქალაქი პალმირა, რომელიც ერთ-ერთ უძველეს არქეოლოგიურ ბრილიანტად ითვლება საშიშროების წინაშე აღმოჩნდა.
გუშინ ისლამური სახელმწიფოს ჯიჰადისტები მეზობელ ტადმურში შევიდნენ, თუმცა მათი შეჩერება სირიის არმიამ შეძლო.
პალმირა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული. ქალაქი, ელინელების დროს არის დაარსებული და ის სირიის ომისგან უკვე დაზიანდა.
ისლამური სახელმწიფო, რომელიც პალმირადან სულ რამდენიმე კილომეტრში არის დაბანაკებული, სიძველეებთან მიმართებაში ცნობილია საკუთარი სისასტიკით.
მათ უკვე დაანგრიეს ერაყის უძველესი ძეგლები ნირმუდსა და ჰარტში.
ქალაქი პალმირა უდაბნოშია გაშენებული. მას იგივე სახელწოდების ოაზისი უერთდება. ქალაქის ცენტრში შემონახულია ტაძრების და სასახლეების კოლონადა.
პალმირას ტაძარი ვაალა აღმოსავლური კულტურის ერთ-ერთ უბრწყინვალეს ნიმუშად ითვლება.
სირიის სიძველეების მმართველმა მაამუნ აბდულ-კარიმი შეშფოტება გამოთქვა იმის გამო, რომ ისლამისტურმა დაჯგუფებამ შესაძლებელია პალმირა დაიკავოს, რაც საერთაშორისო კულტურისთვის უდიდესი დანაკარგი იქნება.
„თუკი ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები პალმირას დაიკავებენ, ისინი ყველაფერს გაანადგურებენ. გრძელდება ბარბარიზმი და სიველურე, რომელიც ჩვენ უკვე ვნახეთ ნიმრუდში, ჰატრსა და მოსულში“ – თქვა მან.
გუშინ ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებბა ტადმურის სოფლის 26 მკვიდრი მოკლეს. ათ მათანს თავი ასადის რეჟიმთან თანამშრომლობის გამო მოკვეთეს.

banner
წინა სტატიაშინატო ნორვეგიის ჩრდილოეთით საკუთარი ისტორიის მანძილზე წყალქვეშა ნავების უმსხვილეს სწავლებას ატარებს
შემდეგი სტატიალას ვეგასში ბლუზის მეფე ბი ბი კინგი გარდაიცვალა